საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

,,თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული, რომ ამ პროგრამით განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია თითოეულ მეწარმემდე ამომწურავად მივიდეს და ამ პროგრამით რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლოს. საინფორმაციო შეხვედრები ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება,” – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას: მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები