“მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა დაზღვევის ერთ-ერთი საშუალებაა” – თამარ გაბუნია

“თუ ადამიანი სიმპტომურია, მოერიდოს სამსახურში სიარულს და ამ შემთხვევაში ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელია, იქნება დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიის წინააღმდეგ ასევე კარგად მუშაობს პირბადე და ხელის ჰიგიენის წესების დაცვაც.

თამარ გაბუნიას თქმით, ინფიცირების შემთხვევების ნაწილი გამოუვლენელი რჩება.

“ის, რომ დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გამოვლენილი ნაწილი არ არის სრული სურათი იმ ეპიდემიისა, რაც დღეს გვაქვს. ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ეს ეტაპი, შემთხვევების ნაწილი გამოუვლენელი რჩება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები