პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენენ

დღევანდელი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენენ, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა.

არსებული ინფორმაციით, დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკო-ს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია  ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები