რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქალაქის მერია დაეხმარება

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი რუსთავის მერიამ დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანა.  თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოცდაორი ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში” იცხოვრებს.

დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე მოადგილე ოთარ ტატალაშვილსა და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

,,ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადმოვიყვანეთ. მთავარია, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია.  დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ  მათ საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. დავეხმარებით როგორც სოციალური პროგრამებით, ისე – მერის სარეზერვო ფონდიდან. ჩემთვის მთავარია,  რომ ამ ადამიანებმა ნორმალური, ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ და პრობლემები უმოკლეს ვადაში მოუგვარდეთ. არიან მცირეწლოვნები, სასკოლო ასაკის ბავშვები. უკვე გვქონდა კომუნიკაცია რესურსცენტრთანაც ,   რომ სწავლის პროცესი არ შეუფერხდეთ ბავშვებს”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის  დასკვნის დადების შემდეგ,  მუნიციპალიტეტი  დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს. რუსთავის  მერია მათ პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებითაც დაეხმარება და  საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობას შეუქმნის.

ცნობისთვის, ხანძარი რუსთავში, რჩეულიშვილის N6ა_ში არსებულ ორსართულიან კორპუსში, გუშინ  გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები