“კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში, საქართველოში კრიზისი არ არის; ჩვეულებრივად მიმდინარეობს ქვეყნის მართვა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს” – მაჭავარიანი

“ლელომ“ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დახია მანდატები და შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩეველს – პირველ რიგში, უნდა აღიაროს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი მათი მხრიდან – როდესაც ამას აღიარებენ, მერე ვიფიქრებთ ზოგადად საუბარზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

კერძოდ, ის „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, “აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის”.

„ლელომ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დახია მანდატები და შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩეველს. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი მათი მხრიდან – როდესაც ამას აღიარებენ, მერე ვიფიქრებთ ზოგადად საუბარზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ საუბარს არ ვაპირებთ არც „ლელოსთან” და არც ერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიასთან, პარლამენტის ფორმატის გარდა.

კრიზისი არის რადიკალურ ოპოზიციაში, საქართველოში კრიზისი არ არის. ჩვეულებრივად მიმდინარეობს ქვეყნის მართვა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს. შესაბამისად, მე ვერანაირი კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ”, – ამბობს მაჭავარიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები