ერგნეთში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპანტები ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ითხოვდნენ
7-საათიანი აუდიენცია ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა, რასაც ქართული მხარე არ დათანხმდა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კი შეხვედრაზე 6 გატაცებული მოქალაქის გათავისუფლებასა და სოფელ კირბალში უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას ითხოვდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.