ცესკო 2017 წელს მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილების შესყიდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2017 წელს ცესკოს მიერ მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილების შესყიდვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: ცესკოს ბალანსზე რიცხული, ცესკოს ზოგიერთ წევრთა სარგებლობაში არსებული რამდენიმე ავტომანქანა იყო ძველი, – ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) საქმიანობაში გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, შესყიდვებისა თუ სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველა დაინტერესებული (უფლებამოსილი) პირისთვის ხელმისაწვდომია, ძირითადი ინფორმაცია კი განთავსებულია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე,

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 29 დეკემბერს კომისიის რამდენიმე წევრისთვის შეისყიდა 5 ერთეული ავტომობილი. ანგარიშის მიხედვით, აუდიტით გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით. აუდიტის სამსახურის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშის აღნიშნული ნაწილი ასევე გახდა რამდენიმე მედიასაშუალების ინტერესის საგანი.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 2017 წელს ცესკოს მიერ მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილების შესყიდვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: ცესკოს ბალანსზე რიცხული, ცესკოს ზოგიერთ წევრთა სარგებლობაში არსებული რამდენიმე ავტომანქანა იყო ძველი და მათი წლოვანებიდან და ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობიდან გამომდინარე გაზრდილი იყო ტექნიკური მომსახურების გაწევისა და სათადარიგო ნაწილების შეცვლის სიხშირე, რაც აზიანებდა ორგანიზაციის ბიუჯეტს და არ პასუხობდა უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს; ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდისა და გარბენების ზრდიდან გამომდინარე, არსებობდა ხსენებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯების საგრძნობლად გაზრდის ლოგიკური მოლოდინიც.

ამასთან, ჩანაცვლებული მანქანების ყოველწლიური მომსახურების დანახარჯები (საწვავის, შეკეთების, დაზღვევის და სხვა) შედარებულია ახალი მანქანების (Ford Focus) იგივე მაჩვენებლებთან, რომლის მიხედვითაც, ხსენებული მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილების ყოველწლიური საშუალო დანახარჯები 2018-2020 წლებში ნაკლებია ჩანაცვლებული მანქანების საშუალო წლიურ მაჩვენებლებზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2017 წელს განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით წერილი, მათი მოკვლევისა და წერილის პასუხად, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაუგზავნა, რომელშიც დეტალურად იყო დასაბუთებული, თუ რატომ გახდა ტრანსპორტის შესყიდვა საჭირო.
შესაბამისად, ავტოპარკის ნაწილობრივი განახლება განხორციელებულია ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაცვით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს ბიუჯეტი მტკიცდება წინა წლის მაის-ივნისში (ამ შემთხვევაში ბიუჯეტი დამტკიცდა 2016 წელს) შესაბამისად, შეუძლებელია თითქმის წლინახევრით ადრე წინასწარ განსაზღვრა თუ რომელი ავტომანქანა ან სხვა საშუალება გამოვა წყობიდან. გარდა ამისა, ავტომანქანები ნაყიდია ტენდერით, მაქსიმალური კონკურენციის პირობებში. ცესკოში ამავე პრინციპების დაცვით ხორციელდებოდა და განხორციელდება ყველა შემდგომი შესყიდვა“, – ნათქვემია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები