“დროა, ზომები მივიღოთ” – ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კოვიდვითარება დღითიდღე მძიმდება.

ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა სულ უფრო მზარდია, რის ფონზეც უკვე ერთი კვირაა, სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის, ბაგა-ბაღები კარანტინზე იხურება.

ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში, პანდემიის გავცრელებიდან პირველად, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა – 125 ახალი შემთხვევა, გუშინ 81 ინფიცირებული იყო.

როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ თქვა, “ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შეზღუდვების დაწესების საფუძველს იძლევა. საქმის კურსში ვაყენებთ ხელისუფლებას. ჩვენი წინადადება არის შემაკავებელი ზომების დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ოპერატიული შტაბის მომდევნო შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.

მან ე.წ. რესპუბლიკის მაცხოვრებლებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ შემაკავებელ ზომებს – დაიცვან ნიღბის რეჟიმი შენობაში და ხელებისა და ზედაპირების დეზინფიცირებას მიმართონ.

„ჩვენი ჯანმრთელობა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მარინა კოჩიევამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები