ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 410 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 128-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 სულ 39 243 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 34 140, გარდაიცვალა 580 პირი.