ჟურნალისტებმა, პროტესტის ნიშნად, მაკრონის პრესკონფერენცია დატოვეს

ევროპელმა ჟურნალისტებმა ევროპარლამენტში ოთახი დატოვეს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო.

მედიის წარმოამდგენლების პროტესტი უკავშირდება იმას, რომ, რამდენიმესაათიანი ლოდინის შედეგ, გაირკვა, რომ მათ მაკრონისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.

ამის შესახებ France Info წერს.

გუშინ მაკრონი სიტყვით ევროპარლამენტში გამოვიდა, სადაც დაასახელა საფრანგეთის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პრიორიტეტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა გამართულიყო პრესკონფერენცია, თუმცა, გაირკვა, რომ კითხვების დასმის საშუალება არ იქნებოდა.

პროტესტის ნიშნად, ევროპელმა ჟურნალისტებმა დარბაზი დაწყებამდე დატოვეს”, – იუწყება France Info თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით.

CNews-ის კორესპონდენტმა, ლოიკ სინიორმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ, “ევროპარლამენტში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ჟურნალისტები იგებენ, რომ პრეზიდენტ მაკრონის პრესკონფერენციაზე კითხვები არ დაისმება. ჩვენ ოთახი დავტოვეთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები