ირაკლი კობახიძე – ოპტიმისტური მოლოდინია, რომ მარტის თვიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება

ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას და ხალხს მისცა სულის მოთქმის საშუალება, მაგრამ ინფლაცია არის პარალელური, ძალიან მტკივნეული მოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, პირდაპირ ურტყამს ადამიანების ჯიბეს და ამას აქვს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის „ღამის კურიერში“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამომდინარე გლობალური ტენდეციებიდან, რაც შექმნილია პირველ რიგში კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდეცია ვრცელდება საქართველოზეც..

„ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ინფლაციის დონე იყოს უფრო დაბალი. უამრავი შეხვედრა და განხილვა გვქონია ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული ბანკის, მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გამომდინარე იმ გლობალური ტენდეციებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული პირველ რიგში ისევ კოვიდის გამო, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა და ეს ტენდეცია ვრცელდება საქართველოზეც. ვერავის სუბიექტურ ინტერესებში ვერ იქნება ინფლაციის მაღალი დონის არსებობა. ეს არის მოვლენა, თუმცა მოლოდინი რაც არის, რაც ჩვენ ვიცით ამ შეხვედრებიდან და განხილვებიდან, მარტის თვიდან უნდა დაიწყოს ინფლაციის დონის შემცირება. ეს არის ოპტიმისტური მოლოდინი და იმედია ეს მოლოდინი გამართლდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები