გია აბაშიძე: New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია. მისი თქმით, როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილი სტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია.

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება…“ – წერს აბაშიძე Facebok-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები