კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი მიუკერძოებელი და სამართლიანი იყოს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კანდიდატების შერჩევაში წვლილი ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამაც შეიტანოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი, თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი იყოს. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს გაზრდის საზოგადოების ნდობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე პროცესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.