ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 555 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 145-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 სულ 38 985 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 33 784, გარდაიცვალა 575 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები