ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი – “ომიკრონის” შტამისგან ავსტრალიელებს ვაქცინის “ბუსტერ” დოზა იცავს
ომიკრონის შტამისგან ავსტრალიელებს ვაქცინის ბუსტერ დოზა იცავს, – ამის შესახებ ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანთმა განაცხადა.
მან, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “ბუსტერ” დოზის მნიშვნელობას ვირუსით დაინფიცირების შეთხვევაში და მისგან მოსალოდნელი რისკების შემცირებაში.
“ავსტრალიის, მხოლოდ გასული დღის მონაცემების თანახმად, 17 გარდაცვლილი ადამიანიდან 16-ს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზა გაკეთებული არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა თითქოს ომიკრონის შტამი ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს, ის მაინც დიდი რისკის ქვეშ აყენებს ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს”, -განაცხადა გრეგ ჰანთმა.