ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

 

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ე.წ.საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ე.წ. ცესკო-ს ინფორმაციით, პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას 21 იანვრიდან 10 თებერვლის 18:00 საათამდე გაიმართება.

ამავე პერიოდში ჩატარდება კანდიდატების წარდგენა, ამასთან, ე.წ. დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია უკვე 10 თებერვლიდან 2 მარტის პერიოდში მოხდება.

ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 13 მარტს მოხდება.

არჩეული ე.წ. დეპუტატების რეგისტრაცია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 7 დღისა მოხდება.

განმეორებითი კენჭისყრა არაუგვიანეს 14 დღისა მოხდება.

ჯამურად, 35 ე.წ. დეპუტატი იქნება არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები