კონსტანტინე ფილია: ვისურვებდი, გალელი ბავშვები აფხაზეთშივე რჩებოდნენ

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია “აფხაზურ “მედიასთან ინტერვიუში გალელებისთვის პასპორტიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.

“გვინდა, რომ ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან, აფხაზეთშივე რჩებოდნენ. ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, მცირდება ჩვენი მოსახლეობა. წელს 233-მა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, რომელთაგან მხოლოდ 7-მა ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანარჩენები საქართველოში აგრძელებენ სწავლას”, – აღნიშნა ფილიამ.

კითხვაზე, რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი, ფილია პასუხობს, რომ მოსახლეობის გადინების მიზეზი აფხაზური პასპორტების უქონლობაა, რომელსაც არ ფლობენ გალელები.

“ამთავრებს ბავშვი სკოლას და ვერ იღებს პასპორტს. ერთ -ერთი მშობელი მაინც უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე, რომ მიიღოს ბავშვმა პასპორტი. ეს ნორმა უნდა შეიცვალოს, მე ვლობირებ ამას”, – განაცხადა ფილიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები