ზურაბ ქადაგიძე: ამბოხებულ მოსამართლეებს “ნაცმოძრაობა” ჰპირდება ხელშეუხებლობასა და დაწინაურებას უზენაეს სასამართლოში, იქ მყოფების კი – გაყრას

“ამბოხებულ მოსამართლეებს “ნაციონალური მოძრაობა” ჰპირდება ხელშეუხებლობასა და დაწინაურებას უზენაეს სასამართლოში, იქ მყოფებს კი – გაყრასა და ქეთევან მესხიშვილს საერთოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასაც, რომ მათ როგორმე მოახერხონ შიგნიდან სასამართლო სისტემის „არევა“ და მის პოლიტიკურ ქაოსში ჩათრევა, რასაც ოპოზიცია უკვე „სარფიანად“ გამოიყენებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ საერთაშორისო პლატფორმაზე იმის საჩვენებლად, „თურმე, რა ამბები ხდება“ სასამართლოში, რაც საბოლოოდ მთელი სისტემის და მისი ნდობის მძიმე დისკრედიტაციას მოახდენს”, – წერს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუქში” გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

„უბრალოდ, მე არ მესმის, იმაზე გაგულისებულმა – რომ პარლამენტმა არ აგირჩია უმაღლესი ინსტანციის მოსამართლედ, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, წახვიდე გარიგებაზე უბინძურეს პოლიტიკურ ძალასთან – “ნაც. მოძრაობასთან”, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასეულობით შენი კოლეგა გაყარა, დევნა, ღირსება შეულახა და ეხლაც შენთან კოორდინაციაში, ისევ იგივე გზას ადგას – “ შავ სიებს“, რეპრესიებს აანონსებს და ამაზე ფორმალურად მაინც ხმას არ იღებ, უკვე ცხადია მინიმუმ თანომონაწილე ხარ ამ ყველაფრის. მაშინ სად იყავით ეს „ამბოხებული მოსამართლეები“, როდესაც წინა ხელისუფლება მართლაც სასტიკ კანონებს იღებდა, თქვენს კოლეგებს სახლში ყრიდა, საქმეებს უღძრავდა და ატერორებდა, დარჩენილებს კი „ნოტარიუსებად“ გამუშავებდათ – მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? რატომ არ უპირისპირდებოდით მართლაც საშინელ სისტემას? რატომ არ ავრცელებდით საჯარო საპროტესტო წერილებს? რატომ არ ასაჩივრებდით საკონსტიტუციო სასამართლოში იმდროინდელ რეპრესიულ კანონებს? და ა.შ.“ – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები