გასულ 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 631 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 631-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 603 603 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.