„რუსული არხების ტრანსლირების შეწყვეტა სააკაშვილის ახირება იყო“
„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რუსული არხების ტრანსლირება საქართველოში შეწყდეს!“ – წერს ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში რუსული არხები აკრძალეს, ეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახირება იყო.
„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რუსული არხების ტრანსლირება საქართველოში შეწყდეს! სააკაშვილის ახირება იყო ის, როდესაც გათიშეს ეს არხები, რაც იყო მისი ერთპიროვნული და არასწორი გადაწყვეტილება. მე, როგორც მოქალაქეს, მომეცით იმის უფლება, რომ ვუყურო იმ არხებს, რომლის ყურებაც მინდა და, შესაბამისად, თვითონ გავერკვევი იმ პროპაგანდაში, რა არის სწორი და რა არა“, – წერს დავით ოსეფაშვილი.