ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 371 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, გუდაუთის საავადმყოფოში 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, სოხუმის საავადმყოფოში – 83 წლის ქალი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 სულ 38 768 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 32 539, გარდაიცვალა 569 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები