ოკუპირებულ აფხაზეთში “ოპოზიციონერმა აქტივისტმა” სასამართლო სხდომაზე ლურსმნები გადაყლაპა

სოხუმის საქალაქო სასამართლო ოპოზიციონერი ლიდერის, ანრი ინაპშბასადმი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას განიხილავდა, პროკურატურა მისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და ინაპშბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.

„ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, იანპშბამ ლურსმნები გადაყლაპა და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

ინაპშბა გასული წლის 21 დეკემბრის, ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეა, ის მასობრივი არეულობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დააკავეს.

სასამართლომ კიდევ ერთ აქტივისტ ბაგრატ სურმავას 20- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სურმავა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ვალერი კვარჩიას ძმისშვილი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კან კვარჩიას ბიძაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები