ირაკლი ღარიბაშვილმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.