მაია ბითაძე: შალვა ნათელაშვილმა თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პოლიტიკური რესურსი ამოწურა.
„შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომელშიც ის ადამიანებს „ბომჟებად“ მოიხსენიებს და მათ სოციალურ სტატუსს უსვამს ხაზს, კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენებს იმას, რომ შალვა ნათელაშვილმა თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა. მოვუწოდებ მას, პატივისცემით მოეკიდოს ადამიანებს“, – განაცხადა ბითაძემ.
შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება უნდა ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.