სასამართლო სხდომის დარბაზში მამუკა ხაზარაძე დააბრუნეს – “ფულის გათეთრების” საქმეზე პროცესი გრძელდება
ხმაურის გამო სხდომიდან გაძევებული მამუკა ხაზარაძე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, სასამართლო სხდომის დარბაზში დააბრუნეს.
მისი პროცესზე დაშვების შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა.
ამ წუთებში, ბრალდებულები დასკვნითი სიტყვით გამოდიან.
“ფულის გათეთრების” საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღესვე მიიღოს ან დანიშნოს თარიღი, როდესაც საბოლოოდ განაჩენს გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.