ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელისა და საქართველოს დიდი მეგობრის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში” აღნიშნავს, რომ დევიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელისა და საქართველოს დიდი მეგობრის – ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახსა და ახლობლებს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები