New York Times: აშშ-ში მამაკაცს ღორის გული გადაუნერგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად, ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გაზეთის ცნობით, რვასაათიანი ოპერაცია ბალტიმორში ჩატარდა.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგების თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

57 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში, გულის დაავადება ჰქონდა.

ახლა ექიმები აკვირდებიან პაციენტის შემდგომ მდგომარეობას, რომ თავიდან აიცილონ შესაძლო გართულება. აღინიშნა, რომ ასეთი საშიშროება ადამიანის ორგანოების გადანერგვის დროსაც არსებობს.

New York Times-ი წერს, რომ ორგანოების გადანერგვა გენმოდიფიცირებული ღორებიდან ადამიანზე „იმედს აძლევს ასობით ათას პაციენტს, რომლებსაც ორგანოებმა უმტყუნა“.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში შეერთებულ შტატებში, ისტორიაში პირველად, ადამიანს ხელოვნური გული გადაუნერგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები