შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შალვა პაპუაშვილი ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ძლიერ ვწუხვარ პატივსაცემი და ენერგიული ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. მშვიდად განისვენეთ, ბატონო პრეზიდენტო,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები