ნურ-სულთანის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დღეს რეისი შესრულდება
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახლდა, თუმცა, Lufthansa-სა და Tukrish Airlines-ის რეისების შესრულება ჯერ არ იგეგმება.
ამის შესახებ რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ დღეს 27 საერთაშორისო რეისის შესრულებაა დაგეგმილი მოსკოვის, მინსკის, დუბაის, ვარშავის, ფრანკფურტის, ტაშკენტის, ფუკეტის, ნოვოსიბირსკის, კოლომბოს, ანტალიის, ქუთაისის მიმართულებით.
“ფრენების გაუქმება არ იგეგმება. ქალაქ ნურ-სულთანის საერთაშორისო ფრენები სრულად აღდგენილია, გარდა Lufthansa-სა და Tukrish Airlines-ის ფრენებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, უწყებაში განმარტავენ, რომ 8 საერთაშორისო რეისი შესრულდება აქტაუდან. შიმკენტიდან და თურქესთანიდან – გოას, სტამბოლის, მახაჩკალას, გროზნოს მნიმართულებით.
ალმათიდან და აქტობედან გაუქმებულია 20 რეისი სტამბოლის, დუბაის, მალეს, ტაშკენტის, მოსკოვის, სამარკანდის, კოლომბოს, შარჯას, ბაქოს, ნუკუსის მიმართულებით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 35 რეისი შესრულდება, გაუქმებულია 20 ფრენა.