სოზარ სუბარი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახსა და მთელს საქართველოს
სოზარ სუბარი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„85 წლის ასაკში ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. უდიდესია მისი წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში.
„თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
– ადამიანი მაინც მარტოა!” – რეზო ამაშუკელი
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – წერს სუბარი.
პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.