გიგლა აგულაშვილი – სიმბოლურია, რომ დღეს, როცა დასავლეთისა და რუსეთის მწვავე ისტორიულ მოლაპარაკებებში საქართველის ბედიც წყდება, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი მართვის სადავეები ამ ბიოგრაფიის ადამიანს ანდო

გიგლა აგულაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ფლავიუსების დინასტიის ფუძემდებელმა ტიტუს ფლავიუს კეისარ ვესპასიანუს ავგუსტუსმა (Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus) თავის შვილს და საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ტიტუსს რომ უთხრა, ფულს სუნი არ უდისო (pecunia non olet), ხომ გახსოვთ?

სიმბოლურია, რომ დღეს, როცა დასავლეთისა და რუსეთის მწვავე ისტორიულ მოლაპარაკებებში საქართველის ბედიც წყდება, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი მართვის სადავეები ამ ბიოგრაფიის ადამიანს ანდო:

“დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.

1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტორი, შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.” P.s. ეჰ, თავის დროზე არ მიღებულო ლუსტრაციის კანონო”, – წერს გიგლა აგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები