დღეს, სააკაშვილის მიერ უკანონოდ საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ოთხივე ბრალდებულმა მათთვის წარდგენილი ბრალდება გასულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს. ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს: გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.