აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული ატაშე საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე: დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო
დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს, მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონულმა ატაშემ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დანიელ ჰარისმა განაცხადა.
მისი თქმით, გააგრძელებენ სამართალდამცავ პარტნიორებთან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაშლის მიზნით.
„დღეს პატივი მაქვს წარვდგე თქვენ წინაშე გენერალურ პროკურატურასთან, ჩვენ ქართველ, საერთაშორისო და ფედერალურ სამართალდამცავ პარტნიორებთან ერთად. შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს სპეციალური აგენტები დიდი ხანია ცნობილი არიან იმით, რომ თავიანთ გამოცდილებას ფინანსური გამოძიების კუთხით სხვადასხვა კომპლექსურ გამოძიებას უზიარებენ და დღევანდელი განცხადება წარმოაჩენს შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს ვალდებულებას, აღმოფხვრას უკანონო შემოსავლების უკანონო ნაკადი.
ჩვენი სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს აგენტები პროაქტიულად გააგრძელებენ თავიანთი ცოდნის და უნიკალური უნარების გამოყენებას საზოგადო კეთილდღეობისთვის – იქნება ეს ფულის გათეთრება, საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევები, საგადასახადო დანაშაულები ან ნებისმიერი სახის კომპლექსური ფინანსური თაღლითობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ სამართალდამცავ პარტნიორებთან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაშლის მიზნით.
დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმისა, თუ რის მიღწევა შეიძლება როდესაც საქმის ერთგული პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის”, – აღნიშნა დანიელ ჰარისმა.