გიორგი ცუცქირიძე:  პოსტსაბჭოურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ძალადობრივი სცენარი რუსეთის ინტერესებში შედის, რასაც ყაზახეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს

ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში პოსტსაბჭოურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი რევოლუციური და ძალადობრივი სცენარი რუსეთის ინტერესებში შედიოდა და შედის, რასაც ყაზახეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს.

“კვირა” ცუცქირიძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ყაზახეთის ამბები არის მეტად საყურადღებო. საპროტესტო გამოსვლებს უკვე მოყვა სერიოზული მსხვერპლი სამართალდამცავი სტრუქტურების და მომიტინგეების მხრიდან. ინტერნეტით გავრცელებული კადრებით, ათეულობით პროტესტანტია დაღუპული. მოვლენები, რომელიც საწვავის გაძვირების პროტესტით, ერთდროულად ორ გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ მსხვილ ქალაქში დღემდე წამყვან ფინანსურ ცენტრ ალმათისა და აქტაუში დაიწყო, რომელსაც ქვეყნის საზღვაო კარიბჭესაც უწოდებენ, სახალხო ბუნტის ინსცენირებულ სურათს უფრო გვაგონებს.

ყაზახურ მოვლენებს მისთვის დამახასიათებელი რევოლუციური აღტკინებით გამოეხმაურა ნაციონალებთან შეზრდილი ოპოზიცია და “ხალხს ჯანყის უფლება”, რომ აქვს იმ ნარატივით, დემოკრატიულ პროცესად მონათლა, დამახასიათებელი პოპულიზმით, ისე რომ არც დაინტერესებულან დიდად რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში.

ნიშანდობლივია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გუშინ საღამოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა, რაც მთავარია გარედან ინსპირირებული „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში“ დახმარების თხოვნით, ისე რომ დეტალებზე თავი არც შეუწუხებია.

სწორედ გარედან ინსპირირებაზე ხაზგასმა გვანიშნებინებს, რომ აქ ბუნებრივია დასავლეთი და აშშ იგულისმა. ეს გარემოება კი არა დემოკრატიის სიოზე, არამედ სწორედ რუსულ სცენარზე მიანიშნებს, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ქვეყნებში კი ყველამ იცის, რომ რუსეთი იგულისხმება.

ბოლო წლებში, პოსტსაბჭოურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი რევოლუციური და ძალადობრივი სცენარი რუსეთის ინტერესებში შედიოდა და შედის, რასაც ყაზახეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს. არეულობა გახდა საუკეთესო მიზეზი ყაზახეთის ანშლუსისთვის. აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რონ ყაზახეთი ენერგომატარებლებით სტრატეგიულ ქვეყანას წარმოადგენს შუა აზიაში და მისი ფასი, განსაკუთრებით ევროპის ენერგოკრიზისის ფონზე, კიდევ უფრო გაზრდილია. ამასთან, რუსეთი პოსნაზარბაევისეულ პერიოდსაც აზღვევს. რუსეთის ინტერესი ჩრდილოეთ ყაზახეთზე, თავისი ბაიკონურით ისედაც ცნობილია თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს.

რუსულ ხელწერაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ სახეზეა აშკარად ძალადობრივი სცენარი, ყაზახეთში დაარბიეს და გადაწვეს არა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, აეროპორტი და ბანკები, არამედ დაიტაცეს არსენალები. გავიხსენოთ თუნდაც სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს რუსეთის იარაღით და ღია ჩარევით, ყველაფერი ცხადი გახდება.

გავიხსენოთ შევარდნაძის მიმართვა დსთ ს დახმარებისათვის და ბალტინის არმადის შემოყვანა საქართველოში. ნაცების და მასთან ალიანსში მყოფი ოპოზიციის დემოკრატიულ პროცესად მონათლული ეს “მხიარული ჟრიამული”‘ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მორიგ ღალატზე მიუთითებს. მით უმეტეს მათ რიგებში იმ სამხედრო გადატრიალების

არაერთი მონაწილეა.

რუსეთი, რომ დასავლეთთან წამოყენებული ულტიმატუმის ფორმატში, 12 იანვრის დებატებამდე, სადმე ბრჭყალებს გამოაჩენდა, ბევრი პროგნოზირებდა.

რუსეთი აქაც ეცდება თავისი მეხუთე კოლონის გამოყენებას დესტაბილიზაციისათვის. ისიც ხომ უკვე ცხადია, ოპოზიციის მიერ, ბოლო ორი წლის პერმანენტული საბოტაჟი და ობსტრუქცია ვის ინტერესებზე ასხამს წყალს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოული საელჩოს ბოლო განცხადებები, რაც ძირითადად ოპოზიციის ნარატივს იმეორებს ფაქტების დამახინჯებით, აქ აშშ ის ელჩის ზედმეტად მწვავე განცხადებასაც ვგულისხმობ, ნამდვილად არ მუშაობს სტრატეგიული პარტნიორის გადმოსახედიდან”,- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები