ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია
მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება, მოიცავდეს, მათ შორის, შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებასა თუ მოსაზრებას”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.