ადვოკატი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ, მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
”ცხადია, პრეზიდენტის პოზიციას ამჟამად ვერ გავაჟღერებ, თუმცა, დაცვის მხარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ, ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. საბოლოო პოზიციას მასთან შეხვედრის შემდეგ გავიგებთ და ვნახავთ, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.