მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო
რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს.
“ამჟამად, სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადადის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით. მისი შემადგენლობიდან წამყვანმა ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება”, – აღნიშნულია განცხადებაში.