ფილადელფიაში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სამსართულიან კორპუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე გაჩნდა. ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ცნობით, დაღუპულთა შორის 8 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები