სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი – სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს შეფერხება არ ყოფილა.

„მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან აღნიშნული საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული.

მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია არა მარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო და შეფერხება არ გვქონია“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები