პოლონეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

ამჟამად, პოლონეთის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ანდჟეი დუდა სრულად ვაქცინირებულია,  დეკემბერში კი ვაქცინის მესამე დოზა მიიღო.

„პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები