მაკრონი არავაქცინირებული მოსახლეობისთვის “ცხოვრების გართულებას” აპირებს

”მე ნამდვილად მინდა მათი შეწუხება და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ბოლომდე”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა და ანტივაქსერები მკაცრად გააფრთხილა, რომ მათთვის “ცხოვრების გართულებას აპირებს”.

მაკრონის მკაცრი განცხადებების შედეგად, დეპუტატებმა კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც არავაქცინირებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა სხვადასხვა ფორმით შეეზღუდებათ, დებატები შეაჩერეს.

პოლიტიკურმა ოპონენტებმა მაკრონის განცხადება და მიდგომები გააკრიტიკეს და აცხადებენ, რომ ასე საუბარი პრეზიდენტს არ შეეფერება. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კანონპროექტი შეაფასა, როგორც “არაღირებული, უპასუხისმგებლო და მიზანმიმართული”.

კანონპროექტი ამ კვირაში კენჭისყრით უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა, განხილვა გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები