ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა, გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები