აშშ-ში უამინდობას, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში უამინდობას, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. დიდთოვლობამ ვირჯინიის, მერილენდის, ნიუ ჯერსისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატები დააზარალა.

გაუქმდა ან გადაიდო ათასობით ავიარეისი,  ვაშინგტონში შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფედერალური უწყებები, 850 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ვაშინგტონში 23 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა.

დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა აშშ-ის პრეზიდენტსაც, რომელიც თვითმფრინავით ბრუნდებოდა დელავერიდან, სადაც უქმე დღეები გაატარა. უხვი ნალექის გამო, ის ნახევარი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა თვითმფრინავიდან ჩამოსვლა. შემდეგ კი, მან უარი თქვა თეთრ სახლში ვერტმფრენით დაბრუნებაზე და რეზიდენციაში ავტომობილით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები