ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 445 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 83-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 151 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 62 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID 19-ის 37 867 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 30 168, გარდაიცვალა 557 ადამიანი.