ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
„აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ხელმომწერ ქვეყნებს შორის და მესამე ქვეყნებში ხორციელდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია გაფორმებული“, – წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, შეთანხმება 2019 წლის 25 ივლისს იყო გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები