ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოვიდინფიცირების ყველა დროის ანტირეკორდი მოხსნა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთ ანტირეკორდი მოიხსნა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს პირველად დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 480 000 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორშაბათს ინფიცირების რიცხვი უფრო მაღალი იყო, თუმცა, ის უქმეების მონაცემებს აერთიანებდა. ინფორმაციას NY Times ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით, „დელტა“ და „ომიკრონ“ შტამების გავრცელებაზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო დღეებში რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რიცხვი ქვეყანაში არ გაზრდილა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინა კვირის მონაცემებით, „ომიკრონის“ და „დელტა“ შტამებით 2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.