“ყველაფერი ქვეყნისთვის”- კიმ ჩენ ინმა წონაში შესამჩნევად დაიკლო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა წონაში შესამჩნევად დაიკლო.
ადგილობრივი მედიის მიერ გუშინ გავრცელებულ ფოტოებში ის ბევრად გამხდარია, ვიდრე ადრე, – წერს The Daily Mail-ი.
ფოტოები გადაღებულია მმართველი პარტიის შეხვედრაზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავდნენ – „როგორ მივიყვანოთ ჩვენი პარტიისა და ხალხის ბრძოლა გამარჯვების შემდეგ ეტაპზე“.
ამჟამად, ჩრდილოეთ კორეა გაუარესებულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რომელიც გამოწვეულია Covid-19-ით, სანქციებითა და ბუნებრივი კატასტროფებით.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კიმი ჯანმრთელია, ის უბრალოდ ნაკლებს ჭამს “ქვეყნისთვის”, რომელიც განიცდის საკვების მწვავე დეფიციტს.
სახელმწიფო ტელევიზიაში გადაიცა, რომ კიმის “სიგამხდრე ჩვენს ხალხს გულს უხეთქავს”.
ოქტომბერში კიმმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა ნაკლები ჭამისკენ, სანამ ქვეყანა 2025 ჩინეთთან საზღვარს არ გახსნის.
გაერო-ში გამოთვალეს, რომ მხოლოდ წელს ჩრდილოეთ კორეას, დაახლოებით, 860 000 ტონა საკვები დააკლდა.