რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატები მივიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები მივიდნენ. უფლებადამცველებს სააკაშვილთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან განცხადებებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები