რუდენკო: ნატო-ში საქართველოს წევრობა რუსეთისთვის “წითელი ხაზია”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება  და ქვეყნის ტერიტორიაზე დამრტყმელი იარაღის სისტემების განლაგება რუსეთისთვის “წითელი ხაზია”.

ამის შესახებ დიპლომატმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობიან თანაცხოვრებას და თანაბარ თანამშრომლობას ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, ჩვენს მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაში. ეს სრულად ეხება საქართველოსაც, მიუხედავად თბილისის მიერ ინიცირებული სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაწყვეტისა.

ამავდროულად, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე დამრტყმელი იარაღის სისტემების განლაგება, ჩვენთვის „წითელი ხაზებია“, რადგან ასეთი ქმედებები რადიკალურად შეცვლის ძალთა სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში, ასევე, რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას მყისიერ საფრთხეს შეუქმნის”, – განმარტა ანდრეი რუდენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები