ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „აის პროდუქტის” დირექტორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, შპს „აის პროდუქტის“ დირექტორი გიორგი გიგაური დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გიგაურმა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით დაამზადა და გაასაღა, რომ თითქოსდა, მათ მოქალაქეს 100 000 ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პროდუქტი მიაწოდეს, რის სანაცვლოდაც მან 23 000 ლარი აიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 -დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.